შსს-ს განცხადება: დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის„ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

„ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.