საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ხმაურია- მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ცდილობენ, რის შესაძლებლობასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.
ტერიტორიაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჟურნალისტებზე საშვები დაშვებულია, თუმცა შენობაში მაინც არ უშვებენ.
მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურთ.