1 264 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი- კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 665 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 375 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,52 %, ბოლო 14 დღის – 5,73 %, ბოლო შვიდი დღის – 6,44 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 404 023 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 374 753 გამოჯანმრთელდა, 5 714 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია –404 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 572. კარანტინის რეჟიმშია 62, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 247 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 737 პირი.