2 061 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი- ბოლო 24 საათის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 061 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 204 ტესტი,კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6.6%, ბოლო 14 დღის – 5,66 %, ბოლო შვიდი დღის – 6,3 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 402 759 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 373 088 გამოჯანმრთელდა, 5 688 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია –402 765 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 274. კარანტინის რეჟიმშია 71, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 069 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 697 პირი.