20 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს 10:35-დან 13:50 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, ქვემო სარალი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-17, მე-14 მიკრორაიონებში, ლეონიძის, მესხიშვილის, სტამბულის ბაზრის, ბალანჩივაძის, გარეჯის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.