მესხიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული 25 წლის გოგონაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. როგორც TV4-ის ჟურნალისტს დაშავებულის ახლობლებმა ადგილზე განუცხადეს დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მძღოლის მეუღლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციას თავად მძღოლმა აცნობა.
გამოძიება ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.