საქართველო გურჯაანში სახლი იწვის- ცეცხლი ორივე სართულზე გავრცელდა ავტორი tv4 - ივლისი 2, 2021 15:32 Facebook Twitter Google+ Pinterest გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, დამწვარია სახლის ორივე სართული, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.