„ფაიზერის“ პირველი დოზით აცრის მსურველებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება ნებადართული. გარკვეული ცვლილებებია რეგისტრაციის წესში, რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქე რეგისტრაციის დადასტურებას 24 საათის განმავლობაში სმს-ის სახით მიიღებს.
რაც შეეხებათ მათ, ვინც, „ფაიზერის“ პირველი დოზით უკვე აიცრნენ, სამინისტროს რეკომენდაციით, ასეთმა პირებმა მეორე დოზაზე რეგისტრაცია, 24 ივლისის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ. შეგახსენებთ, რომ “ფაიზერის” 500 000 ახალი დოზა საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა.









