რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ზვიად დოლიძე წარმომადგენლობით ორგანოში “ქართული ოცნების” ფრაქციას ტოვებს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი, ამის შესახებ ზვიად დოლიძე TV4-თან სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ინფორმაციას სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა განაცხადა, ზვიად დოლიძე დაკისრებულ მოვალეობებს, როგორც საკრებულოს წევრი, არ ასრულებდა და ფრაქციის საქმიანობაშიც აქტიურად არ იყო ჩართული.
ამის საპასუხოდ დოლიძემ TV4-თან სიტყვიერად განაცხადა, რომ მას ლევან ონიანისგან, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარისგან, არანაირი გაფრთხილება არ მიუღია, იმის თაობაზე, რომ ის დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებდა.
“ამდენი წლის განმავლობაში ლევან ონიანს ჩემთვის არცერთი გაფრთხილება არ მოუცია. შემაშფოთებელია ეს შეფასება, არ ვიცოდი თუ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებდი” -განაცხადა ზვიად დოლიძემ TV4-თან.
მოგვიანებით, ზვიად დოლიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა.