თენგიზ ცერცვაძე: გაზრდილია მობილობა – საკურორტო ზონები გადავსებულია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობამ შეზღუდვების მოხსნა არასწორად გაიგო და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რეკომენდაციებს აღარ იცავენ.

როგორც ცერცვაძე ამბობს, შესაძლოა, საქართველომ ეპიდვითარების გაუარესება თავიდან ვერ აიცილოს.

“მოსახლეობამ ის სიგნალი მთავრობისგან, რომ მკაცრი შეზღუდვები მოხსნა, გაიგო თავისებურად, გაიგო ისე, რომ მათ ყველა ვალდებულება მოეხსნათ და არ იცავენ არცერთ დარჩენილ რეგულაციას.

შემდეგი მიზეზი, რომ გაზრდილია მობილობა – საკურორტო ზონები გადავსებულია და შესაძლოა, შემდგომი ზრდაც ვერ ავიცილოთ. საქართველომ, ამ პირობებში, ან უნდა შემოიღოს ისევ შეზღუდვები, ან უნდა შეეგუოს ამ გაზრდილ რაოდენობასთან თანაცხოვრებას”- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე.