ყირიმ-კონგოს ცხელებით ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, 49 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს.
“უმძიმეს მდგომარეობაში იყო, რეანიმაციაში მოთავსდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, პროცესები უკვე ღრმად იყო წასული”-აცხადებენ ინფექციურში.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. დამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.