რუსთავის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

ბერიტაშვილის N4 ქსელზე დაზიანების გამო დღეს, 24 ივლისს 12:30 დან 17:30 მდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბერიტაშვილის, სამშვილდის, ნეკრასოვის, ჯავახიშვილის და ტოლსტოის (N1-N15) ქუჩებს. ინფორმაციას კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.