სალომე ზურაბიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახში მივიდა და მიუსამძიმრა.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.