“ევროპულმა საქართველომ” მერობის კანდიდატები დაასახელა. პარტიის თავმჯდომარეს, გიგა ბოკერიას დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა დაასახელა მუნიციპალიტეტები, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარდგებიან.
მათ შორის, როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, 12 მუნიციპალიტეტში “ევროპულ საქართველოს” საკუთარი კანდიდატი ეყოლება, ხოლო 2 მუნიციპალიტეტში: ხონსა და თერჯოლაში პარტიას ეყოლება კანდიდატი, რომელსაც სხვა პარტიები კონკურენტებს არ დაუყენებენ.
“ხონში – ზურა ჯიბუხაია, თერჯოლაში – ზურაბ ბუცხრიკიძე, “ევროპული საქართველოს” წარდგენილი კანდიდატები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატები,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტია “ევროპულმა საქართველომ” მარნეულში მერობის კანდიდატად ახმედ იმამკულიევი წარადგინა, ხოლო თეთრიწყაროში ნინო დავითაშვილი. რუსთავსა და დმანისში “ევროპული საქართველო” მხარს ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებს დაუჭერს









