ვითარება ბავშვთა საავადმყოფოში : გამოიკვლიეს 160-ზე მეტი ბავშვი, 25-ის ტესტის პასუხი დადებითია

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა.

სამედიცინო დაწესებულებაში დღე-ღამეში კორონავირუსზე 168 ბავშვი გამოიკვლიეს, რომელთაგან 25 -ის  ტესტის პასუხი დადებითი იყო.

კლინიკაში ამ დროისთვის 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან ყველაზე პატარა 7 თვის არის და მისი მდგომარეობა მსუბუქად ფასდება.

როგორც ბავშვთა საავადმყოფოში  აცხადებენ, მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, დადებითობის მაჩვენებელი მათ კლინიკაში შემცირებულია, თუმცა საერთო სტატისტიკა კვლავ მაღალ ნიშნულზეა.