უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1107 ლარი ეღირება, ევრო – 3.6806 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2841 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1170 ლარი ღირდა, ევრო – 3.6768 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.2874 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ სექტემბერს ამოქმედდება.