“ხარები” 3-4 “ლელო”

რუსთავის “ხარებსა” და  თბილისის “ლელოს” შორის ამხანაგური მატჩი ჩატარდა. შეხვედრა რუსთავის რაგბის სტადიონზე შედგა. თამაში ანგარიშით 4 – 3 “ლელოს” სასარგებლოდ დასრულდა.

რუსთაველი მორაგბეები სეზონს ახალი შემადგენლობით იწყებენ და იმედოვნებენ, რომ წინა წელთან შედარებით, უკეთესი შედეგი ექნებათ. ახალი სეზონი, სავარაუდოდ, 11-12 სექტემბერს დაიწყება.