მეგობრობის გამზირზე სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული

მეგობრობის გამზირზე, N2 საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე გაჩნდა, სადაც კონკრეტული სამუშაოები მიმდინარეობდა.

მეხანძრე მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოების შედეგად, კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს ბინებში წყალი ჩაუვიდა და კედლები დაუზიანდა.

ადგილზე სამი  სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.