ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა დაიწყო

„ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა დაიწყო.

ნინო ლაცაბიძე რუსთაველ ამომრჩეველს ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში, ნიჩბოსანთა კლუბის შენობაში ხვდება და პროგრამის რამდენიმე ძირითად მიმართულებას აცნობს: რუსთავის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ქალაქის მართვაზე, მის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრება. შეხვედრას თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატებიც ესწრებიან.

სრული საარჩევნო პროგრამის გაცნობა თემატურ შეხვედრებზე გაგრძელდება.