რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა.
სამედიცინო დაწესებულებაში დღე-ღამეში კორონავირუსზე 168 ბავშვი გამოიკვლიეს, რომელთაგან 25 -ის ტესტის პასუხი დადებითი იყო.
კლინიკაში ამ დროისთვის 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან ყველაზე პატარა 7 თვის არის და მისი მდგომარეობა მსუბუქად ფასდება.
როგორც ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, დადებითობის მაჩვენებელი მათ კლინიკაში შემცირებულია, თუმცა საერთო სტატისტიკა კვლავ მაღალ ნიშნულზეა.