მუნიციპალური ავტობუსები ვაქცინაციის ცენტრებამდე რუსთაველებს მოემსახურება

მუნიციპალური ავტობუსები ვაქცინაციის ცენტრებამდე რუსთაველებს უფასოდ მოემსახურება. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 18 აგვისტოდან ვაქცინაციის მსურველებს სასტუმრო “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიიდან კლინიკა “რუსთავამდე” მგზავრობა მუნიციპალური ავტობუსებით შეეძლებათ.  სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები სასტუმროს მიმდებარედ განთავსდება.

მგზავრების კლინიკამდე ტრანსპორტირების შემდეგ, ავტობუსი სამედიცინო დაწესებულებასთან 10 წუთის განმავლობაში დაყოვნდება და შემდეგ კვლავ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდება. აღნიშნული მარშრუტი რუსთაველებს 09:00-დან 18:00 საათამდე მოემსახურება.

ამასთან, ქალაქში არსებულ სხვა ვაქცინაციის ცენტრებამდე რუსთაველების ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყოფილია N2, N6 და N7 მუნიციპალური ავტობუსები, რომელიც 08:30-დან  18:30 საათამდე ემსახურება ვაქცინაციის მსურველებს.

#2 ავტობუსის მარშრუტი: ბალანჩივაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, თოდრიას ქუჩა, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონები, შარტავას გამზირი, გაგარინის ქუჩა, გარეჯის ქუჩა; #6 ავტობუსის მარშრუტი: რკინიგზის სადგური, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, სანაპიროს ქუჩა, რაგბის სტადიონი, მე-19 მკ/რ, ტაშკენტის ქუჩა, შარტავას გამზირი; # 7 ავტობუსის მარშრუტი: ჭყონდიდელის დასახლება, ძველი ბაზარი, რუსთაველის ქუჩა, კოსტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მესხიშვილის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, შარტავას გამზირი.