როდის დასრულდება სკვერების რეაბილიტაცია რუსთავში?[ვიდეო]

რუსთავში სკვერების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების თარიღი გადავადდა. ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ “ახალგაზრდობის სკვერისა” და თეატრის უკან არსებული რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა თარიღმა სექტემბრამდე გადაიწია.

რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ  სკვერებში ძირითადი სამუშოები დასრულდა.

სამსახურის უფროსის, ზაზა ზაზაძის განცხადებით, რეკრეაციულ სივრცეებში მიმდინარეობს ბალახის საფარისა და ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მონტაჟდება სკამები, ხოლო თეატრის უკან სკვერში შადრევნის მიმდებარე ტერიტორია წესრიგდება. პროექტი სექტემბრის თვეში უნდა დასრულდეს.