მოსახლეობის რამდენი პროცენტია აცრილი კოვიდვაქცინით რუსთავში?[ვიდეო]

რუსთავის მოსახლეობის 10%-ზე მეტი კოვიდვაქცინირებულია – ამის შესახებ TV4-ს რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დღის განმავლობაში რუსთავის კლინიკებში 500-მდე ადამიანი იცრება და ეს ქალაქისთვის კარგი მაჩვენებელია. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პედაგოგებისა და თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესიც.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტება გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავში “ფაიზერზე” წინასწარი ჯავშნის ადგილები აღარაა.

ის თავისუფალი ადგილების არ არასებობას ვაქცინაციის პროცესში შეფერხებად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ პორტალზე ადგილებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველ ორ კვირაში ერთხელ ამატებს.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ქალაქის კლინიკებში დღის განმავლობაში 40-50 ადამიანი “ფაიზერით” წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც იცრება.