რუსთავში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავში, მეშვიდე საჯარო სკოლასთან BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

TV4-ის ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის ძრავას ეკიდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველოს ეკიპაჟები.

” დავიძარით მანქანით და რაღაცა მანძილის გავლის მერე მანქანის ძრავს ქონდა ხმა, უცბად გაუშვა თეთრი კვამლი და დავინახე ქვემოდან ცეცხლი ამოვიდა. გადმოვხტით მანქანიდან დავრეკეთ სახანძროში სანამ სახანძრო მოვიდა ჩვენით ვცდილობდით ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით 5 წუთში სახანძროც მოვიდადა ცეცხლი ჩააქვრეს.”  – ამბობს  მანქანის მძღოლი