1 სექტემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,1 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბერს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში მუგანლო, დიდი მუღანლო, ქურთლიარი, მოლაოღლი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, აბრამეთი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მაიაკოვსკის, ოსტროვსკის, რუსთაველის, სარაჯიშვილის, ბათუმის, ქაშაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი, სართიჭალა, სააკაძე და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 13:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, მაშავერა, კიზილქილისა, ბოსლები, კაკლიანი, ჯავახი, პატარა დმანისი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, კაპანახჩი, ლელაშხა და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ალგეთი, ზირბითი, ცხრაკუდაანი, საფუძვრები და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.