10 აგვისტოს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუთავში მე-8, მე-12, მე-16 მიკრორაონებში, ლეონიძის, ერისთავის, ბესიკ კაპანაძის, აღმაშენებლის ქუჩებზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.