კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ბროწეულა, ნორიო, გამარჯვება, ფოლადაანთკარი, გჩიანი და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე რუსთავში მეგობრობის, გრანელის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს წალკაში და წალკის რაიონის სოფლებში კუში, ბურნაშეთი, ბერთა, ოზნი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში უსეინქენდი, კარაბულახი, მამიშლარი, გოდაგდაგი, ახა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა და ლემშვენიერა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









