გიორგი გახარას პარტიამ რუსთავში თემატური შეხვედრები დაიწყო

გიორგი გახარიას პარტიამ მოსახლეობასთან თემატური შეხვედრები დაიწყო. “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა, ბექა ლილუაშვილმა, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან გამართა. შეხვედრა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა.

ლილუაშვილმა ქალაქში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ, ახალგაზრდების აზრი მოისმინა და პარტიის სამოქმედო გეგმა გააცნო.