პარტია “გირჩის” ლიდერები – იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი, “გირჩის” რუსთავის პარტიული სიის პირველ ნომერთან ერთად იაღლუჯიდან პარაპლანით გადმოხტნენ.
“მფრინავი ღონისძიება”, – ასე უწოდა “გირჩმა” წინასაარჩევნოდ დაგეგმილ შეხვედრას, სადაც რუსთაველებმა სიის პირველი ნომერი, ილია გამყრელიძე გაიცნეს.
ინფორმაციისთვის, პარტია “გირჩს” ადგილობრივ არჩევნებზე რუსთავის საკრებულოს დეპუტატობისთვის პროპორციულად 3 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი.