13 სექტემბრიდან რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

ქვეყნის მასშტაბით 13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა აღდგება. როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა რუსთავშიც მოხდება.

შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მოძრაობას. აღდგება როგორც სამარშრუტო ტაქსების, ასევე მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა. 

როგორც მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებაში აცხადებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დაცვის მონიტორინგს საპატრულო პოლიციაც გაუწევს.