ვაქცინაციის მოძრავი პუნქტის ლოკაცია იცვლება

21 სექტემბრიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე მე-4 საჯარო სკოლის წინ იღებდა ვაქცინაციის მსურველებს, განთავსდება მე-20 მიკრორაიონში, 25-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხვალიდან კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და 25-ე საჯარო სკოლის წინ მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში.

იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.

ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.

ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება “ფაიზერისა” და “სინოვაკის” წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.

რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 1961-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.