კორონავირუსი | 74 გარდაცვლილი, 2210 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5587, ხოლო გარდაიცვალა 74 პაციენტი.

ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 143 ქვემო ქართლში გამოვლინდა.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,89%, ბოლო 14 დღის – 9,27%, ბოლო 7 დღის – 8,33%.