სააგიტაციო მასალების განთავსების წესის დარღვევისთვის პოლიტიკური სუბიექტები დაჯარიმდებიან

რუსთავში სააგიტაციო მასალების განთავსების წესის დარღვევისთვის პოლიტიკური სუბიექტები პირველ ჯერზე 50 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმდებიან.

რუსთავის ზედამხედველობის სამსახურს კანონდარღვევები ამ ეტაპზე არ გამოუვლენია.

ქალაქში პოლიტიკური სუბიექტებისთვის სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის საჭირო სტენდები 22 ლოკაციაზეა მოწყობილი.

სპეციალური სტენდები ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ გამზირებზე, პოლიციის, ფოსტისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ასევე განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალიც, რომლებზეც  სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია.