საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 12:33 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან მოხდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი სოფელი სამებიდან 9 კილომეტრში, 8 კილომეტრის სიღრმეში იყო.