საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 23% სრულად ვაქცინირებულია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 660 832  ადამიანი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. ბოლო 24 საათში აიცრა 25 150 ადამიანი.

16 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 589 024  აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი,  მოზრდილი მოსახლეობის 32.5%.

საქართველოს მთავრობის გეგმით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.