სკოლებში სწავლა დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდა

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს მიიღო.

დისტანციურ რეჟიმში სწავლება 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამასთან, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ნაკლები იქნება. 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.