„ქართული ოცნების“ კვლევა – ნინო ლაცაბიძეს ამომრჩეველთა 53.5% უჭერს მხარს

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რუსთავში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტიას ხმას 49.7% აძლევს, მმართველი გუნდის მერობის მერობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს კი 53.5% უჭერს მხარს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კვლევის რეიტინგების თანახმად, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  იმარჯვებს.

მისივე თქმით, რუსთავის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ დასრულდეს, „ქართულ ოცნებას“ 23 მანდატი ექნება, „ნაციონალურ მოძრაობას“ 10, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „საქართველოსთვის“ 1-1.

კვლევის მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას 33.6% აძლევს; „პატრიოტთა ალიანსს“ 3.5%; პარტიას „საქართველოსთვის“ 3.3%; „გირჩი- მეტი თავისუფლება“ 2.7%, „ლელოს“; 1.8%; „ლეიბორისტული პარტია“ 1.2%; ხოლო სხვა პარტიებს ხმას 4.2% აძლევს.

რაც შეეხება მერობის კანდიდატების რეიტინგს:

„ქართული ოცნების“ კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს ხმას 53.5% აძლევს;

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით კირკიტაძეს 36.8%;

„საქართველოსთვის“ კანდიდატს ბექა ლილუაშვილს 3.6%;

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს თორნიკე არევაძეს 2.6%;

ხოლო სხვა კანდიდატებს მხარს გამოკითხულთა 3.5% აძლევს.

პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევა ქალაქ რუსთავში, 7-10 სექტემბერს ჩაატარა. გამოიკითხა 1405 რესპოდენტი, კვლევის ცდომილების მაქსიმალური ზღვარი შეადგენს 3 პროცენტს.