ხანმოკლე წვიმა და ელჭექი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 სექტემბრამდე, საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.