ჭყონდიდელის დასახლებაში განთავსებული მოძრავი ამცრელი პუნქტის მისამართი იცვლება

რუსთავში ავტობუსებში მოწყობილი სამი მოძრავი ამცერელი პუნქტიდან ერთის ლოკაცია იცვლება. კერძოდ, ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული იმუნიზაციის მოძრავი პუნქტი ხვალიდან, N4 საჯარო სკოლასთან განთავსდება. ინფორმაციისთვის, დანარჩენი ორი პუნქტის მისამართი უცვლელი რჩება და  ავტობუსებში აცრა ქალაქში კვლავ სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი.

კერძოდ:

  • N4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია
  • მე-12 მკ/რნ, N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ)
  • მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტი მადაგონის წინ)

ინფორმაციისთვის, პარასკევის მონაცემებით,  რვა დღეში რუსთავში კოვიდვაქცინა მოძრავ ამცრელ პუნქტებში 1 114-მა ადამიანმა გაიკეთა.

ავტობუსებში აცრა ჯანმოს მიერ ავტორიზებულო ვაქცინებით, “ფაიზერით”, “სინოვაკითა” და “სინოფარმით” არის შესაძლებელი.