​საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ესპანეთს გუნდს შეხვდება.

მატჩი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ტრავმების გამო საქართველოს ნაკრების ძირითადი დანაკლისი ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი არიან.

შეგახსენებთ, 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 1 ქულა აქვს, ხოლო ჯგუფის ლიდერს, შვედეთს 3 მოგების შემდეგი 9 ქულა აქვს.