ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მე-8 ადგილი დაიკავა

რუსთაველმა ნიჩბოსანმა, ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 1000მ დისტანციაზე გაცურა და მე-8 ადგილი დაიკავა.

“სამწუხაროდ, ალექსანდრეს რამოდენიმე დღის უკან მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ვფიქრობთ ამან უდიდესი როლი ითამაშა მის შედეგზე,” – წერს საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია.

რუსთაველი ნიჩბოსანი ხვალ 500მ დისტანციაზე იასპარეზებს.