პარტია “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა” რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატები და პლატფორმის გუნდი წარადგინა. პარტიასა და რუსთაველებს შორის შეხვედრა ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა.
ადგილობრივ არჩევნებზე “მესამე ძალას ” მერობის კანდიდატი არ ჰყავს. საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები კი პარტიამ 7 ოლქში დაასახელა. “სტრატეგია აღმაშენებელი” რუსთაველებს მერიისა და საკრებულოს გამჭირვალობას ჰპირდება.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან :
1. პაპუნა პაპავა
2. ვლადიმერ ესაკია
3. თამარ გედევანიშვილი
4.გიორგი ერისთავი
5. ნატო ბერუაშვილი
6. გვანცა ცინცაძე
7. ნანა გაფრინდაშვილი