გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგი გამართა

გაერთიანებული ოპოზიციის, მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც  გარკვეული ქონების დაკანონებასა და 600-დან 900 კვ მეტრამდე მიწის ნაკვეთების გადაცემაზე ისაუბრა. დავით კირკიტაძემ ოპონენტებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქონების დაკანონება და მიწების გადაცემა პრობლემას არ წარმოადგენს ამის  დასადასტურებლადაც მან ოფიციალური დოკუმენტები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” წევრებს აღნიშნული ქონება დაკანონებული აქვთ.  

” ქართული ოცნების კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ ქონების დაკანონება იქნებოდა  შეუძლებელი და  სჭირდებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. მე მინდა დღეს, კიდევ ერთხელ ვამხილო ქართული ოცნება  და გაჩვენოთ დოკუმენტალურად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში, რომ ეს ადამიანები, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ლიდერები ფლობენ 900კვ მეტრ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც დამტკიცებულია და მათ ოფიციალურად საკუთრებაში აქვთ.” – განაცხადა დავით კირკიტაძემ