18 სექტემბრის ეპიდვითარება | კორონავირუსით კიდევ 1 997 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის  1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 232  ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა  32 071  ტესტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,23%, ბოლო 14 დღის –  7,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,02%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 593 763 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 558 042 გამოჯანმრთელდა, 8 498 კი, გარდაიცვალა.