დავით შერაზადიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ბოლნისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა სამოქალაქო სექტორს სამომავლო გეგმები გააცნო, მოისმინა რეკომენდაციები და ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე.