თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.  დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჯერჯერობით  უცნობია, როგორია  დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.