თვითმხილველი: „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა

ყვარელში საპოლიციო ღონისძიებები გრძელდება. “საქართველოს ბანკის” ფილიალთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკის ფილიალში 16:00 საათისთვის შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნიღბიან თავდამსხმელს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი აფეთქებით იმუქრებოდა.

ბანკში მყოფი პირების ნაწილმა შენობის დატოვება მოასწრო. თვითმხილველის ინფორმაციით, შეჭრილმა პირმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონს ითხოვს.

ყვარელში ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.