პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ მის ბრალდებებს უპასუხოდ დატოვებს.
“კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს ჩემზე, მე არაფერს არ ვუპასუხებ”, – თქვა გახარიამ ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია გააკრიტიკა და ღალატში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.