კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა | 4 სექტემბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის  2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 2 695 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში  კორონავირუსით გარდაიცვალა 83 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 625  ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,95%, ბოლო 14 დღის – 9,46%, ბოლო 7 დღის – 8,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 562 627 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  509 181 გამოჯანმრთელდა,  7 732 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 285 742 , დღიურად აცრილია – 25 670.

კარანტინის რეჟიმშია 102, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 061 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება  2 453 პირი.