მარტყოფში კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას, საქართველოს კულტურის მინისტრი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივ მცოხვრებლებთან ერთად ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური სკოლის მშენებლობა სოფლის ტიპის დასახლებაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით სწორედ სოფელ მარტყოფში განხორციელდა. მშენებლობის ღირებულება 276 626 ლარს შედგენს.

მუსიკალური სკოლის მშენებლობას საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, მშენებლობის პროცესი 2020 წელს დასრულდა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ოფიციალური გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ამ დროისათვის სამუსიკო სკოლა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და მუსიკალური ინსტრუმენტებით. სკოლაში სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებაზე 54 მოსწავლე ირიცხება. სკოლა მაღალკვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომლექტებული.

მარტყოფის სამუსიკო სკოლა,  1969 წელს, სულხან ცინცაძისა და ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დაარსდა.